Friday, January 9, 2009

ომის ეტიკეტი და რუსული ინტერვენცია საქართველოში

1. შუა საუკუნეების ომის ეტიკეტი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები და რუსული ინტერვენციის ასახვა ქართული მწერლობაში.
ჩვენი დავალება იყო,, მოგვეძებნა მხატვრულ ლიტერატურაში აღწერილი ომის თემატიკა, კერძოდ, ნაწარმოებები, რომლებშიც შუასაუკუნეების ომის ეტიკეტია აღწერილი, შეგვედარებინა ისინი რუსული ინტერვენციის ამსახველ თხზულებებთან და მოგვეხდინა მათი შეპირისპირება.
ამ მიზნით მოვიძიეთ და წავიკითეთ შემდეგი ლიტერატურული ნიმუშები: შოთა რუსთაველის"ვეფხისტყაოსანი", აკაკი წერეთლის "თორნიკე ერისთავი", ალექსანდრე ყაზბეგის ,,ელგუჯა", კონსტანტინე გამსახურდიას ,,დიდი იოსები", კოლაუ ნადირაძის ,, 1921 წელი 25 თებერვალი, " და კოტე მაყაშვილის ლექსი "მაროს".
დავამუშავეთ მოხსენების 1-ლი საკითხი: ,,შუა საუკუნეების ომის ეტიკეტი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები და რუსული ინტერვენციის ასახვა ქართული მწერლობაში.”
ადამიანს აქვს თავისი უფლებები და მოვალეობები. ამ უფლება–მოვალეობების ცოდნას განაპირობებს ქცევის ნორმები. ქცევის ნორმები კი ეტიკეტია. ეტიკეტი გვასწავლის, რა არის სწორი და არასწორი, რა არის მისაღები და რა – მიუღებელი. ეტიკეტს ყველგან და ყველაფერში უნდა იცავდეს ადამიანი, საზოგადოება, მათ შორის ომშიც...
ომსაც თავისი წესები აქვს, ომსაც თავისი ეტიკეტი გააჩნია. ყველაფრის ჩადენა, ყველანაირი ტაქტიკის გამოყენება ომშიც დაუშვებელია. ომის ეტიკეტს განსაკუთრებულად იცავდნენ შუასაუკუნეებში, რაინდობის ეპოქის დროს, როდესაც ვაჟკაცობა, მამაცობა, სახელისთვის ბრძოლა, სახელოვანი სიკვდილი, სამშობლოსათვის თავგანწირვა ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა და არავის უკვირდა. ჩვენი წინაპრები იცავდნენ ომის ეტიკეტს, მამა–პაპურ ჩვეულებებს არ ღალატობდნენ და დამარცხებული მტრის მიმართ ყოველთვის იჩენდნენ გულმოწყალებას. სწორედ ასეთი ფაქტებია აღწერილი ,,ვეფხისტყაოსანში".
ხატაეთის ომში გამარჯვებული ტარიელი ყვება:
მაშინა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად;
კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად;
ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: იყვენით თქვენ უკრძალავად,
მზემან არ დაგწვენ, იცოდით, დაგყარენ დაუგვალავად.

ამ ეპიზოდში აღწერილია ომის შემდგომ გამარჯვებული ტარიელის დამოკიდებულება მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.
ტარიელი დაპყრობილ ქალაქში შესვლის დროს მშვიდობიანი მოქალაქეებს ,,უკრძალავად", ანუ უშიშრად, აბრუნებს თავთავიანთ სახლებში. ,,ქვეყანა ჩავსხი"–ამბობს იგი და მეტაფორულად გამოხატავს თავის გადწყვეტილებას: "მზემან არ დაგწვენ, იცოდით, დაგყარენ დაუგვალავად", ანუ მოსახლეობას არ ერჩის და არაფერს ვნებს.
ამ ეპიზოდში მოცემულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თემატიკა. აშკარად ჩანს სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ დამოკიდებულება.დღეს უკვე 1949 წლის 12 აგვისტოს მე-4 კონვენცია იცავს სამოქალაქო მოსახლეობას ომის დროს. ისინი დაცულნი უნდა იყვნენ საფრთხისაგან და ომის დროს არ უნდა შეილახოს მათი ულებები.
მეორე ეპიზოდიში ტარიელი ამბობს:
"რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე;
ტკბილად ნახა ხელმწიფემან, "ვითა შვილი სააკვანე,
ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავამგვანე,
ესე არის მამაცის მეტის-მეტი სიგულვანე!

მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა
ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა.
ცისკრად მიხმეს,მიბრძანებდის მე სიტყვასა ლმობიერსა:
,,შეუნდებო ხატაელსა,მას აქამდის შენამტერსა?"

"მე ვჰკადრე: ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა,
უყავით თქვენცა წყალობა მას, ღონე-გაცუდებულსა".
რამაზს უბრზანეს: იცოდე, გაგგზავნით შეწყალებულსა,
მაგრამ ნუ გნახავთ კვლავაცღა ჩვენს წინა გაწბილებულსა!"

"ხარაჯა დასდევს,შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია,
კვლავ ხატაური ათასი ,სხვა სტავრა, სხვა ატლასია.
მერმე ყველაი დამოსა ,იგი და მისი ხასია,
შეწყალებული გაგზავნა,უყო რისხვისა ფასია."

ამ ეპიზოდში ჩანს სამხედრო ტყვეებისადმი, ამ შემთხვევეში, ხატაეთის მეფის, რამაზისა და მისი დიდებულებისადმი ტარიელისა და ფარსადანის დამოკიდებულება და მათ მიმართ განხორციელებული ქმედება.
ტარიელმა დატყვევებული რამაზი დიდებულებთან ერთად, ინდოეთის მეფეს, ფარსადანს მიჰგვარა. ამ უკანასკნელმა ის ,,სააკვნე შვილივით " ,ტკბილად მიიღო და ორგული და მოღალატე რამაზი ნამსახურევს დაამგვანა. ტარიელს მიაჩნია ,რომ მტრის გადმობირება და გაერთგულება უფრო მეტი სიმამაცეა ვაჟკაცისაგან, ვიდრე მისი დასჯა. ამიტომ იჩენს იგი დამარცხებულ რამაზისადმი მიტევებასა და შენდობას.
"ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავამგვანე ,
ესე არის მამაცისგან მეტის-მეტი სიგულვანე"-
ამბობს ინდოეთის გმირი.
რამაზს ხარაჯა დასდეს და სამშობლოში შეწყალებული გაისტუმრეს, უფრო მეტიც, წასვლის წინ ფარსადანმა ის და მისი დიდებულები ყველანი დაასაჩუქრა,სამოსელი უბოძა თითეულ მათგანს .
"მერმე ყველაი დამოსა ,იგი და მისი ხასია,
შეწყალებული გაგზავნა , უყო რისხვისა ფასია."
ამ ეპიზოდში მოცემულია საერთაშორისო სამართლის თამატიკა, რომელიც ეხება სამხედრო ტყვეების მიმართ დამოკიდებულებას. სამხედრო ტყვეებს იცავს 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენცია. დამპყრობლებს არა აქვთ უფლება სისასტიკითა და ძალადობით მოექცნენ ტყვეებს .
ამდენად, შოთა რუსთაველი ამოდის რა ჰუმანისტური პრინციპებიდან, წარმოგვიჩენს ზოგადსაკაცობრიო მარადიულ თემებს, რომლებიც ყოველთვის იქნება თანამედროვე და მისაღები კაცობრიობის ჯანსაღი ნაწილისათვის. სწორედ ამაში მდგომარეობს პოეტის გენიალურობა. ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში შოთა რუსთველი ქადაგებს ისეთ იდეებს, რომლის ოფიციალურ აღიარებამდე კაცობრიობა მხოლოდ მე-20 საუკუნეში მივიდა...
ომის ეტიკეტს იცავენ ვეფხისტყაოსნის გმირები. ისინი გამსჭვალული არიან ჰეროიკული სულისკვეთებით, მათთვის მთავარი ომის შედეგი კი არ არის, არამედ ამ ომში საკუთარი მოვალეობის, დანიშნულების, ფუნქციის განსაზღვრა. მაგალითად, ქაჯეთის ციხის აღების წინ ავთანდილს, ტარიელსა და ფრიდონს შორის თათბირი იმართება. თუ ფრიდონისა და ავთანდილის გეგმა, ციხის აღების შესახებ, მოხერხებასა და მზაკვრობას ეფუძნება, ანუ გარკვეულწილად, პრაგმანტული ხასიათისაა, ტარიელის გეგმა ფიზიკურ სიძლიერეზე, სისწრაფეზე, ვაჟკაცობასა და მტერთან პირდაპირ მისვლაზეა დაფუძნებული. რუსთაველმაც ქაჯეთის ციხის - ამ ბოროტების საუფლოს აღება, სწორედ გმირული, პირდაპირი და ვაჟკაცური იდეალებით გადწყვიტა. ტარიელს არ სურს ციხეში იოლად შევიდეს მეგობრების დახმარებით. ის პასუხისმგებლობას თავისი სატრფოს წინაშე გრძნობს, რადგან ამ დროს რაინდობას,ვაჟკაცობასა და მამულისადმი თავგანწირვას, ქალისადმი სიყვარული ამოძრავებს.
მტერზე პირდაპირი შებმის მაგალითია დახატული ა.წერეთლის პოემაში ,,თორნიკე ერისთავი".
საფრებიდან მოტყუებით გამოყვანილი, ბართა სკლიაროსის ჯარი ნაადრევ ლხენას მიეცა. მთვრალ ჯარისკაცებს ცეცხლის პირას მისძინებოდათ. თორნიკეს შეეძლო თავს დასხმოდა მათ, მაგრამ ასე არ გააკეთა.
,,თუმცა შეგვეძლო თავზედ დაგვესხა.
ახლაც,ეს ჩვენთვის სულ ადვილია,
მაგრამ რადგანაც არ მოელიან
ეს ღალატსა ჰგავს და სირცხვილია.
გვიჯობს მივადგეთ გამოცხადებით,
ისე, როგორც რომ ვაჟკაცთ წესია!
და უკუღმართად ნუ მოვმკით იმას,
რაც ძველებს წაღმა დაუთესიათ!'
მართლაც, ჩვენს წინაპრებს ,,წაღმა დათესილი“ ჰქონდათ ვაჟკაცობა, პირდაპირობა,
სახელისთვის თავგანწირვა. ისინი ყოველთვის იცავდნენ ომის ეტიკეტს.
დღეს ამ ეტიკეტს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი იცავს, სადაც კონკრეტულად არის გაწერილი, რა შეიძლება ომში და რა – არა.
,,თორნიკე ერისთავის“ სხვა ეპიზოდში პირდაპირ ჩანს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალის დაცვა.
,,ბრძანა თორნიკემ :_,,გაურჩევლად,
ქართველი იყოს, გინდა სპარსელი,
გინდა ბერძენი, გინდა სომეხი,
სულ ერთიანად მოჰკიდეთ ხელი!
სიკვდილი ყველას ათანასწორებს:
თვისიანს, უცხოს , მტერს და მოყვარეს!...
ვეცადოთ ყველა და ნუ დავაკლებთ
დაჭრილებს მოვლას და მკვდრებს სამარეს.
ნურვინ გაბედავს ,დატყვევებულებს,
რომ მიაყენოს შეურაცხყოფა!
ვაჟკაცს რომ ბედი სხვას დაამონებს,
დასატანჯავად ისიც ეყოფა!"
თორნიკეს ამ გადაცყვეტილებას დღესდღეობით ითვალისცინებს ჟენევის კონვენცია.
1949 ცლის 12 აგვისტოს ჟენევის I კონვენცია მოქმედ არმიებში დაჭრილებისა და ავადმყოფების მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება, ხოლო მე–3 კონვერცია ითვალისწინებს სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობას. თორნიკე ერისთავის საქციელში კარგად ჩანს ორივე მათგანის დაცვა.
სულ სხვაგვარადაა ასხული ომის ეტიკეტი ისეთ ნაწარმოებებში, რომლებშიც რუსეთის ინტერვენციაა ასახული.
ალექსანდრე ყაზბეგის ,,ელგუჯაში" რუსეთის მიერ საქართველოს პირველი ანექსიის ამბებია აღწერილი, კონკრეტულად კი 1804 წლის მთიელთა აჯანყება და მათი ბრძოლა რუსეთის ჯარის წინააღმდეგ ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის.
ჩვენი მიზანი იყო რუსული ანექსიის დროს მომხდარი მოვლენები საერთაშორისო სამართალის კუთხით შეგვედარებინა ჩვენი წინაპრების მიერ დაცულ ომის ეტიკეტთან და დაგვენახა ის განსხვავება, რომელიც მართლაც რომ აშკარაა და თვლშისაცემი.
,,ღმერთო ,გვიხსენ რუსთა შარისაგანო“, -თურმე ამ სიტყვებს წარმოთქვამდნენ მწყემსები ყოველ დილას.- იგონებს ალექსანდრე ყაზბეგი ,,ნამწყემსარის მოგონებაში".
რუსთა შარისაგან თავდასახსნელად იბრძვიან და ყოველი ღონით ირჯებიან "ელგუჯას "გმირები.
ყაზბეგი დაუფარავად, მოურიდებლად ხატავდა რუსთა სისასტიკეს, მათ მიერ ქართველი კაცის ღირსებისა და მეობის გათელვას. ქართველნი ყოველის ღონით ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ , როგორც იტყვიან , ძალა აღმართს ხნავდა.
ოდითგანვე მოხევეები დარაჯობდნენ დარიალსა და ,,საქართველოს დაუპატიჟებელი სტუმრებისაგან იცავდნენ". არც ახლა, 19-ე საუკუნის დასაწყისში უღალატიათ ჩვეულებისთვის, მაგრამ ახლა სხვა დრო დამდგარიყო. მეფისა და ხალხის აზრი გაყოფილიყო , მეფეს რუსებისთვის პირობა მიეცა,რომ მათ ჯარებს შეუშვებდა საქართველოში. ხალხი ამ გადაწყვეტილებას ვერ ეგუებოდა, მაგრამ მათს აზრს ძალა არ ჰქონდ , რადგან ერთიანობა დაეკარგათ, ნდობა და სიყვარული გამქრალიყო, ქართველთა შორის ეჭვსა და ღალატს ემძლავრა.
,,ელგუჯაში" აღწერილი ამბებიც სწორედ ამ დროს მიმდინარეობს, როდესაც ,,საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ შედიოდა და ,მაშასადამე,დრო არეულობისა და მუდამ ბრძოლისა ამ მფარველობის ქვეშ შესვლის მსურველთა და მოწინაამდეგეთა შორის".
რუსი ჩინოვნიკები საქართველოში აბუჩად იგდებდნენ ქართულ ადათ-წესებსა და ტრადიციებს.
რუსები არ იშურებოდნენ ფულსა და ჩინებს მოღალატე ქართველთა გადასაბირებლად. ასეთი იყო გაგი ჩოფიკაშვილი,მედროვე ქართველი,რომელიც ,,ბრჭყვიალა პაგონებს" ქვეყნის ინტერესებს ანაცვალებდა. სწორედ გაგიმ გამოიძახა რუსთა ჯარი დასახმარებლად, როდესაც ელგუჯას გაეკიდა – .,,რუსები უფრო აწვალებენო",-ამ იმედით. მოთხრობაში მრავლად არის დახატული ამ წვალების მაგალითები.
მარტია თვითონ იყო მოწმე ,,ორი მთიულის მათრახებით მოკვლისა
რომლებსაც ყაზახებმა უწყალოდ სცემეს გზის კეთებაში, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ერთს ყაზახს ცხენი შაუბორძიკდა.
ზამთარში გზის მუშები თოვლის დროს არ გაუშვეს, რომ თავი შეეფარებინათ; ჩამოვიდა ზვავი და სამი კაცი დაახჩო თოვლმა;
დედაკაცები შეაბეს მარხილებში და ცემა-დყეპით ბარგს აზიდვინებდნენ .ეს ყოველივე აღწერილი იყო სხვაგანაც, კერძოდ,1806 წ. გამოცემულ ნ.დუბროვინის წიგნში ,,მთიულების საჩივარი", რასაც იმოწმებდა ა.ყაზბეგი. აი, კიდევ ერთი მაგალითი რუსთა უმსგავსობისა :,,ანანურში ერთმა ჩინოვნიკმა ორი ოსი დაიჭირა, ჩაუსვრიმა გეჯაში სხვადასხვა უწმინდურობა,რომლის სახელის მოყვანასაც აქ ვერ ვბედავთ მკითხველის პატივისცემით,და ის აჭამა ძალდატანებით".
რუსებმა უთანასწორო ბრძოლაში ნაღვარევის ეკლესიასთან მხეცურად ჩახოცეს ელგუჯა და მისი ამხანაგები (თუმცა,როგორც ცნობილია,მკითხველთა დაჟინებული მოთხოვნით,მწერალმა ელგუჯა აღარ მოკლა და გამოაჯანმრთელა). რუსი სალდატები რაღაც სადისტურ სიამოვნებას განიცდიდნენ და მოკლულს კვლავ ჩასცემდნენ ხოლმე შუბებს.
მწერალი დაუფარავი ზიზღითა და ირონიით ხატავს რუს სალდათებს, მზაღოს რომ შეიპყრობდენ და დიდ დამნაშავესავით მოჰყავთ. მათ თითქოს მთლიანად გამქრალი აქვთ შებრალების გრძნობა. იმ ადგილას რომ ჩაიარეს, სადაც ,,ძალა და სიმართლე" ერთმანეთს შებმოდა,მზაღომ თვალი მოჰკრა დაჩეხილ მეგობრებს და წაბარბაცდა. ამის დანახვაზე რუსმა სალდათმა მკაცრად შესძახა, გაიარეო და, როცა დაინახა,ბრძანებას არ ასრულებდნენ, დაუყვირა:,,-შენ, არ გესმის? გასწი-მეთქი!...და ამ სიტყვებთან ერთად ისე ძალზედ წაჰკრა თოფის კონდახი,რომ ქალი წატორტმანდა და,თუ მეორე რუსს არ დაეჭირა,ღორღებში გადავარდებოდა".მწერალი ირონიით შენიშნავს,რომ ეს რუსებისთვის "საისტორიო გამარჯვებას" ნიშნავდა. საგულისხმოა, რომ მათ მხოლოდ საკუთარი მკვდრები დამარხეს, ქართველნი კი უპატრონოდ დაყარეს გამვლელ-გამომვლელის დასანახად და შესეშინებლად. და ამას სჩადის მართლმადიდებელი რუსი ადამიანი, ჯვარზე მლოცველი და ქრისტიანულ მცნებებზე აღზრდილი. ამიტომაცაა, რომ მოხევეები რუსებს ძაღლებად ოიხსენიებდნენ.
მწერალი აღწერს, როგორ მოილხენდნენ გახარებული რუსი ჯარისკაცები, ღვინოს კოკებით სვამდნენ და გალეშილნი გონებას კარგავდნენ.
მოხევებს უკვირთ რუსთა ზნეობა. რუსები არავის არ სცემენ პატივს, არც ერთმანეთს, არც ქალებს და ბავშვებს, ისინი მხოლოდ ბრძანებათა გამცემნი და აღმსრულებელნი არიან.
ნაჩალნიკმა არად ჩააგდო დატყვევებული მზაღოს წინააღმდეგობა და თავისი პირუტყვულიგრძნობები დაიკმაყოფილა. "ყველა პატიოსანი კაცი, ამგვარი შემთხვევის შემდეგ, თუნდ ის მართლაც სიყვარულითაც ყოფილიყო გატაცებული, თავს დაანებებდა ნამუსის დამცველ ქალს, მაგრამ ამ "პატივსაცემ" პირს კი ვერ შეაყენებდა ეს საბუთები. მზაღო ჯიქურ ეუბნება კიდეც: ,,თქვენ იმდენი ვაჟკაცობა ვინ მოგცათ, რომ კაცი პირდაპირ მოკლათ... თქვენ გულადები მაშინა ხართ, როცა ერთზედ ათი მიდიხართ! დაე, სხვებს შეეშინდეთ მაგისი, მე არ მეშინია."
ქალის პატივისცემა ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი ქართველებს, რუსები კი არ დაგიდევენ მზაღოს შებღალულ ღირსებას, თანაგრძნობის მაგიერ დასცინიან და აბუჩად იგდებენ.
,,ორი მოსისხლე, ხმალამოღებული, ერთმანეთზედ რომ მისულიყო, დიაცი თავშალს გაუშლიდა შუაში და მაშინვე გაშველდებოდნენ ერთმანეთს, ესენი კი..."_ ასე უზიარებენ ერთმანეთს გულისწუხილს სასოწარკვეთილი მოხევეები.
რუსი ნაჩალნიკი მოხევეებს ყაზახების მათრახებით აშინებს და უმიზეზოდ აწიოკებს. დაღლილ-დაქანცული მოხევეები ჩივიან: ,,ურჯულოები ყოფილან, ლომისის მადლმა, ურჯულოებო, ხარებს ჩლიქები წასცვდა ამდენის მუშაობითა და მათგან კი შებრალება აღარ იქნა..."
ყაზახებმა მოხევეებს ერბო, კვერცხი, ქათამი და ყველი აღარ შეარჩინეს, ყოველდღიურად ძარცვავდნენ და აწიოკებდნენ.
ხალხმა ერთად გადაწყვიტა, წინ აღდგომოდა რუსთა ჯარებს და ერთი ნაბიჯითაც არ შემოეშვ დარიალი ვიწროებში. ყველანი მზად იყვნენ, აესრულებინათ თავიანთი მოვალეობა ქვეყნის თავისუფლების დაცვისა. მათ შორის დადგა სვიმონ ჩოფიკაშვილიც, რომელიც ყოველმხრივ ცდილობდა სისხლისღვრის თავიდან აცილებას, მაგრამ მან ვერ დაარწმუნა რუსები, რომ შეჩერებულიყვნენ.
ამასობაში კი რუსები წინ მოიწევენ. სვიმონმა თავისი თვალით ნახა, ურემზე გულაღმა დაკრული მოხევეები, რუსთა მოწინააღმდეგენი. რუსი ოფიცერი ამასაც ეტყვის სვიმონს: ,,ქართველების ვალია, ყოველ რუსს, როგორც ბატონს, კრძალვით და მოწიწებით მოექცეს."
ჯარის უფროსი საერთოდ არ იცნობდა ქართველთა ზნეჩვეულებას. მათ ყველას ჩაგონებული ჰქონდათ, რომ ქართველები ბრიყვები, ბარბაროსები არიან და მათზე გავლენა მხოლოდ ძალდატანებით შეიძლება, ამიტომაც ,,ყოველი რუსი საქართველოშო პირველსავე ფეხის შემოდგომაზედ, თავის მოვალეობად ხდიდა ადგილობრივ მცხოვრებლებს ამ აზრის თანახმად მოქცეოდა, რამდენადაც შეიძლებოდა სიმკაცრე და შეუბრალებლობა გამოეჩინა."
ჯარის უფროსი დარწმუნებული იყო, რომ ვერავინ აღუდგებოდა წინ და არ დაუჯერა სვიმონის გაფრთხილებას. როდესაც ჯარი ფასანაურის ვიწროები შევიდა, ხმა გაისმა: ,,ძაღლები მოდიან, ვაჟებო ძაღლები" და ატყდა თოფების ბათქა-ბუთქი, თან მტერს დამორჩილება შესთავაზეს, მაგრამ ჯარის უფროსს, როცა ეს ამბავი მოახსენეს, მან ბრიყვულად გაიოცა, ქართველებს იარაღი სად აქვთ?.
ბრძოლის შეჩერება შეუძლებელი გახდა.გაწყდა უამრავი რუსი და ქართველი.
რუსების სარდალი აშკარად დარწმუნდა ,რომ ბრიყვს და გაუთლელ ქართველებს ,– როგორც ამ ხანში კავკასიის აქეთა მხარის მცხოვრებლებს ეძახდნენ – ძალიან კარგად სცოდნიათ შემთხვევით სარგებლობა, ჩინებული იარაღი ჰქონიათ და სანაქებლოდაც სცოდნიათ მათი ხმარება.
სვიმონს აჯანყების მოთავეთა დასჯა მოსთხოვეს, მაგრამ სანამ ,,ხევის ბურჯი" ცოცხალი იყო, ხელი ვერავის ახლეს.
მერე კი ბევრი დაიჭირეს, ბევრი დააშინეს.
რუსები დაბინავდნენ საქართველოში, მაგრამ ხალხი მაინც ვერ შეჰგუებოდა მათ ძალადობას და დროს ელოდა, რომ ახალი ძალით ეფეთქა თავისუფლების მოსაპოვებლად.
ეს დღე კი ჯერ შორს იყო..
რუსეთის მიერ საქართვბელოს მეორე ანექსიის ფაქტებია გადმოცემული კონსტანტინე გამსახურდიას მოთხრობა ,,დიდ იოსებში". აქ აღწერილია 1921 წლის 25 თებერვალს, თუ როგორ შემოდიან თბილისში წითლები და როგორ გარბის ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობა. იმ პერიოდში ქვეყანა მძიმე ვითარებაში იმყოფებოდა. დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სამი მხრიდან შემოესია ბოლშევიკური რუსეთის ჯარი და ქვეყანაში თავისი მმართველობა დაამყარა. მოქალაქეთა უმეტესობა ტოვებდა სახლებს და გარბოდა.
დიდი იოსები თბილისის ერთ-ერთი მოქალაქე იყო, მეკურტნე, მაგრამ უმრავლესობისაგან განსხვავებით, გაქცევას არ აპირებდა. იგი ძალზე პატიოსანი ადამიანი გახლდათ, ლუკმა-პურს ყოველთვის საკუთარი შრომით შოულობდა, მაგრამ როდესაც 25 თებერვალს ბარგის გადატანაში თბილისის ერთ-ერთ მაცხოვრებელს მიეხმარა, სურვილი გაუჩნდა მიესაკუთრებინა მისი ბინა და ნივთები, რომლებიც ბინაში იყო, გაეყიდა. ასეც მოიქცა.
ამის შემდეგ დიდი იოსები იქამდეც დაეცა, რომ ერთ სტუდენტთან ერთად ყალბი ფულების მოჭრა და გასაღება დაიწყო.
რატომ გადაწყვიტა ასეთმა პატიოსანმა ადამიანმა სხვისი ქონების მისაკუთრება და ყალბი ფულის მოჭრა? ამ კითხვაზე პასუხი შექმნილ ვითარებაში უნდა ვეძიოთ.
რუსულმა ინტერვენციამ განდევნა მშვიდობიანი მოსახლეობა საკუთარი სახლებიდან, რაც საერთაშორისო ნორმების დარღვევად ითვლება.
1977 წელს დიპლომატიურმა კონვენციამ მიიღო ჟენევის კონვენციის ორი დამატებითი ოქმი .
საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების შემთხვევაში გამოიყენება ჟენევის 1977 წლის პირველი დამატებითი ოქმი, რომელშიც ჩამოთვლილია ომის წარმართვის მეთოდებსა და საშუალებებთან დაკავშირებული ნორმები, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია რუსეთის მიერ ზემოთ ხსენებული ფაქტების განხორციელება. 1945 წლის 12 აგვისტოს ჟენევის მეოთხე კონვენცია ასევე იცავს სამოქალაქო მოსახლეობას ომის დროს. აკრძალულია მათი სახლებიდან განდევნა .
ყველაფერთან ერთად რუსეთის ინტერვეციამ გამოიწვია კლასობრივი დაპირისპირება, რასაც მოჰყვა ტერორი ,რეპრესიები, 1924 და 1937 წლის კატაკლიზმები და პიროვნების მორალურ– ზნეობრივი გახრწნა, სულიერი დაცემა .
1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში რუსის ჯარი შემოიჭრა. სამწუხაროდ, მათ ქართველი მოუძღოდა წინ - სერგო ორჯონიკიძე. რომელმაც დეპეშა გაუგზავნა სტალინს მოსკოვში, კრემლში და ახარა, თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებსო. - ეს სიტყვები ისტორიაში დარჩა, როგორც რენეგატის გამოტანილი მწარე განაჩენი საკუთარი სამშობლოს მიმართ.
ამ დღის ტრაგედია აღწერა კოლაუ ნადირაძემ ლექსში ,,25 თებერვალი,1921 წელი“.
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი_
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს.
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი ,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა .
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა ,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა და თბილისს ებურა თალხი ,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედას ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი ,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი ,
წითელი დროშით, მოღერილ ყელით ,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

ამ ომის დროს დაიღუპენ ქართველი იუნკრები, მაგრამ სამხედროების გვერდით იბრძოდნენ ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, ახალგაზრდები, მ.ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტები. მათ შორის იყო ქართველი მწერლის კოტე მაყაშვილის ულამაზესი ასული მარო მაყაშვილი. კოტე მაყაშვილმა ასე გამოიგლოვა საკუთარი ასული:

დავიღალე, აღარ მალხენს მნათობთ ლბილი ციალი ,
ჩემს ოცნებას აღარ ძალუძს ცად ნავარდი, სრიალი,
ჯადოსნური წრე მევლება ,შიგ მიხდება ტრიალი,
ახ, უშენოდ, ჩემო მარო ,დავრჩი ობოლ-ტიალი.
არც,სიცოცხლის, არც სიკვდილის აღარა მაქვს ხალისი ,
თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი!
გულზე სევდა შემომაწვა თავის მძიმე ლოდებით;
საქართველო გაიჟღინთა მაყაშვილთა გოდებით!
დავიღალე...დავიჩაგრე...და შენი ვარ მხმობელი,
ჩემო გმირო და წმინდანო, გამამხნევე მშობელი,
სამშობლო თუ შენ, რომელი, ახ, ვიტირო რომელი?...
დავდნი ცრემლად ორივესთვის, სხვათა ცრემლის მშრომელი!
მაგრამ არა! წუთიერი სისუსტეა! შემინდე!
მაროს მამა - ლაჩარივით როგორ უნდა შევშინდე?!
როს იღვიძებ, შვილო ჩემში, მფეთქავ ალად ვიგზნები!
შენ ღირსი ხარ ჩემი და მეც შენი ღირსი ვიქნები!
შემომხედე, მუხასავით ვდგავარ მაგრად, წყნარადა,
სადარაჯოს არა ვსტოვებ, ავდარს ვაგდებ არადა,
და თუ ბედმა წამაქცია მეხით ცეცხლის მკესავით,
წავიქცევი უდრეკელი, რაინდულად, შენსავით!

მაშ ასე, ჩვენ წარმოვაჩინეთ ჩვენი წინაპრების ადათ–წესები ომში და დავინახეთ, რომ მტერთან პირდაპირი, ვაჟკაცური გზით შებმა, დამარცხებული მტრის მიმართ გულმოწყალება, დანდობა, დაჭრილების მოვლა, განურჩევლად მათი წარმომავლობისა, მკვდრების პატრონობა, ჩვენს მამა–პაპებს ძვალ–რბილში ჰქონდათ გაბჯენილი. რუსები კი ამას ყველაფერს უარყოფდნენ. რუსეთმა იმპერიული განვითარების გზა აირჩია ოდითგანვე. იგი დღესაც ამ გზას ადგას. ,,ელგუჯაში“ აღწერილი რუსთა საქციელი 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში გასაოცარი ადეკვატურობით განმეორდა. ამან კი ერთ რამეში დაგვარწმუნა: ამ ხნის განმავლობაში რუსეთში არაფერი შეცვლილა.






2. რუსეთ–საქართველოს ურთიერთობები
/ისტორიული ექსკურსი/

1. გეორგიევსკის ტრაქტატი




მე-15 საუკუნეში ქართული სამეფო-სამთავროთაგან კახეთი იყო პირველი, რომელმაც რუსეთის სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობა გააბა. ეს მოხდა 1483 წელს, როდესაც კახთა მეფე ალექსანდრე გიორგის ძემ ელჩობა მოავლინა რუსეთში.
რუსული ორიენტაცია კახეთის მეფეების საგაერო-პოლიტიკური ხაზის არსებითი ელემენტი გახდა. ეს პოლიტიკა იმედების მხრივ მეტად ილუზიური, ხოლო რეალური შედეგების მხრივ, კი ძალზე ხშირ შემთხვევაში, ტრაგიკული იყო, რადგან რუსეთს მოპატიჟება სამხრეთ კავკასიაში ერთობ უარყოფითად აღიქმებოდა ირანისა და ოსმალეთის მიერ. ჯოხი კი ქართულ სამეფოებზე ტყდებოდა.
ამ პოლიტიკის ლოგიკური დაგვირგვინება იყო 1783 წელს გიორგიევსკის ტრაქტატი. ამ დოკუმენტის თანახმად, ერეკლე II თავისი მემკვიდრეობის სახელით უარს ამბობდა ნებისმიერი სახელმწიფოს მფარველობაზე და მხოლოდ რუსეთის იმპერატორის უზენაესობას აღიარებდა.
გიორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ ავარდა ახალი მძლავრი ანტიქართული ტალღა მუსლიმანურ სახელმწიფოებსა და ხალხებში. 1785 წელს ხუნძახის მფლობელი ომარ_ხანი 20000-იანი ლაშქრით შემოესია ქართლ-კახეთს. ერეკლე იძულებული გახდა ომარ ხანისთვის ერთდროულად 10000 მანეთი მიეცა და ყოველწლიურად 50000 მანეთის გადახდა ეკისრა, ანუ ეყიდა მშვიდობა. 1795 წელს შაჰი აღა-მაჰმად-ხანი შემოესია აღმოსავლეთ საქართველოს. მიუხედავად კრწანისის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისა, ქართველები დამარცხდნენ რიცხვმრავალ მტერთან. Mმტერმა აიღო თბილისი, მოედვნენ ქართლ-კახეთს. გიორგიევსკის ტრაქტატის პირობების თანახმად, რუსეთს უნდა დაეცვა თავისი მოკავშირე, მაგრამ მას Gამისათვის არაფერი გაუკეთებია.

2. რუსეთის მიერ საქართველოს I ანექსია



რუსეთი ელოდა მომენტს და ასეთი მომენტიც მალე დადგა, როდესაც გარდაიცვალა ქართლ_კახეთის უკანასკნელი ხელმწიფე გიორგი XII, რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა კავკასიის ხაზის სარდალს, კრონინგს დაავალა გიორგი XII -ის მემკვიდრის ტახტზე ასვლა არ დაეშვა.
1802 წლის 12 აპრილს რუსეთის ჯარებით გარშემორტყმულ სიონის ტაძარში რუსეთის ახალი იმპერატორის ალექსანდრე I-ის მანიფესტი გამოაქვეყნეს და დამსწრე საზოგადოება ძალით დააფიცეს რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმებულად ცხადდებოდა.
ის, რაც ვერ გააკეთეს საუკუნეების მანძილზე რომაელებმა, ბიზანტიელებმა, სპარსელებმა, არაბებმა, მონღოლებმა და თურქებმა რუსეთის იმპერატორის ერთი ბრძანებით იქმნა გაუქმებული. 1801-1802 წლებში რუსეთმა დაიპყრო ქართლ-კახეთის სამეფო.
1802 წელს რუსეთის იმპერატორმა შექმნა დებულება ”საქართველოს მმართველობის შესახებ”. იმავე წლის მაისში თბილისში მოქმედება დაიწყო რუსეთის მმართველობამ. რუსეთმა საქართველოში კოლონიური პოლიტიკა გაატარა, რასაც უნდა მოჰყოლოდა საქართველოში ანტირუსული ძალების დასუსტება და განადგურება, ეკონომიკის ხელში ჩაგდება, გარუსება და საქართველოს შესვლა იმპერიის საზღვრებში.
1802 წელს კახეთის თავადები არ შეურიგდნენ რუსულ კოლონიურ პოლიტიკას და აჯანყდნენ, რაც დიდ მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა. ამ აჯანყებამ თითქმის მთელი საქართველო მოიცვა, მაგრამ რუსებმა მაინც შეძლეს საქართველოში თავიანთი მმართველობის დამყარება.
1832 წელს მოეწყო შეთქმულება, რომელიც, მართალია, ჩაიშალა, მაგრამ საფუძველი ჩაუყარა მე-19 საუკუნის სამოციან წლებში დაწყებულ ეროვნულ მოძრაობას. ამ მოძრაობას სათავეში ”თერგდალეულები” ედგნენ. მათ სამოციანელებსაც უწოდებდნენ. ესენი იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე და სხვა.
ეროვნული ცნობიერების გაძლიერების, ეროვნული კონსოლიდაციის მიღწევისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქართული ენის სიწმინდის დაცვას, მის გადარჩენას. ილია ამბობდა: ”სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა მამა–პაპათაგან: ენა, მამული, სარწმუნოება. თუ ამათაც ვერ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით და რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას.” თერგდალეულთა მოღვაწეობის საბოლოო შედეგი ის იყო, რომ მათ შეძლეს ქართველების და საქართველოს გადარჩენა. და აი, 1918 წლის 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევს 4 საათსა და 50 წუთზე საქართველოს ეროვნულმა სააბჭომ დაამტკიცა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. ამიერიდან საქართველო სრულუფლებიანი დემოკრატიული სახელმწიფოა. მაგრამ დიდი ხანი არ დასცალდა ქვეყანას დამოუკიდებლობა.
საბჭოთა რუსეთმა ახალი აგრესია მოამზადა ჩვენი სამშობლოს მიმართ და კიდეც განახორციელა.
1921 წლის იანვარში საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს დაპყრობის შესახებ. საქართველოში საბჭოთა რუსეთის არმია უნდა შემოსულიყო, ვითომდა საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებული საქართველოს მშრომელების დასახმარებლად. 1921 წლის 11 თებერვალს, ლორეს რაიონში, რუსი კოლონისტების სოფლებში დაიწყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული აჯანყება. გეგმის მიხედვით 16 თებერვალს ქართველი ბოლშევიკებისგან შეიქმნა საქართველოს რევოლუციური კომიტეტი(რევკომი). 16 თებერვალს საქართველოს რევკომმა დახმარების თხოვნით მიმართა საბჭოთა რუსეთს. საბჭოთა რუსეთის აგრესია მაინც ვერ შეინიღბა. მე–11 არმიამ საქართველოს საზღვრები 1921 წლის 16 თებერვალს გადმოლახა, ხოლო საქართველოს თხოვნა მოსკოვში ერთი დღის შემდეგ 17 თებერვალს გაიგზავნა.
ასე დაიწყო რუსეთ–საქართველოს ომი.




3. რუსეთის მიერ საქართველოს II ანექსია





1921 წლის 15 თებერვალს სომხეთში მდგარი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები საქართველოში შემოიჭრნენ. საქართველოს თავს დაესხნენ აზერბაიჯანში დაბანაკებული მე–11 არმიის ნაწილებიც. საბჭოთა რუსეთმა კიდევ ორი მხრიდან შეუტია საქართველოს: სოჭის რაიონიდან აფხაზთში და ჩრდილო კავკასიიდან, მამისონის უღელტეხილიდან ქუთისისკენ.
1921 წლის 15-16 თებერვლიდან საქართველოს ჯარებმა საზღვარზე გამართული ბრძოლების შემდეგ თბილისისკენ დაიხიეს. 18 თებერვალს დაიწყო მე–11 წითელი არმიის იერიში თბილისზე. ქართული ჯარის სახალხო გვარდიის და მოქალაქეთა ნაწილების თავგანწირული წინააღმდეგობის შედეგად მტერი უკუგდებული იქნა. განსაკუთრებით თავი ისახელეს თბილისის სამხედრო სასწავლების კურსტანტებმა. 24 თებერვალს შეიქმნა კრიტიკული სიტუაცია, რადგან მტერმა შევსება მიიღო, ქართულ ჯარს კი რეზერვები არ გააჩნდა.
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე–11 წითელი არმიის ნაწილები თბილიში შემოვიდნენ, ხოლო დემოკრატიული საქართველოს მთავრობა ბათუმში გადავიდა. შექმნილ ვითარებაში, 1921 წლის 17 მარტს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ემიგრაციაში წასვლისა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის უცხოეთიდან გაგრძელების შესახებ. იმავე დღეს საქართველოს მთავრობამ, ნოე ჟორანიას თავმჯდომარეობით, ასევე დამფუძნებელი კრების წევრების ნაწილმა ბათუმი დატოვეს და ემიგრციაში წავიდნენ.
ამრიგად, 1921 წლის თებერვალ–მარტის ომი რუსეთთან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მარცხითა და ქვეყნის ოკუპაციით დამთავრდა. საქართველოში დამყარდა სოციალისტური წყობილება. 1921 წელს პარტიზანული რაზმი ჩამოყალიბდა. კახეთსა და ხევსურეთში აჯანყების ორგანიზებას შეუდგა ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მგრამ ეს აჯანყება სისხლში ჩაახშვეს. ქაქუცა შეუერთდა ქართველ ემიგრანტებს.დაიწყო საშინელი ტერორი და მოსახლეობის წმენდა. გაანადგურეს ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი და მოწინავე გლეხობა. საბჭოთა სისტემამ კაცობრიობის წინაშე უდიდესი დანაშაულები ჩაიდინა. მთელ საბჭოთა კავშირში რეპრესიებს სულ 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის იყვნენ ქართული კულტურის ბრწყინვალე წარმომადგენლები: ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, მიხეილ ჯავა იხიშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, ევგენი მიქელაძე, პეტრე ოცხელი, სანდრო ახმეტელი, დიმიტრი შევარდნაძე.
განმათავისუფლებლის მისიით შენიღბულმა საბჭოთა ხელისუფლებამ მე–2 მსოფლიო ომის დროს დაიპყრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ეთნიკური წმენდა მიუწყო მრავალ ერს, ხოლო 30–იან წლებში აქტიურად თანამშრომლობდა ჰიტლერის ფაშისტურ რეჟიმთან. ეს ორი მონსტრი სახელმწიფო ერთობლივი გეგმით ახორციელებდა მსოფლიოს გადანაწილებას.
ერის საუკეთესო მამულიშვილები არ ეგუებოდნენ წითელ ტერორს და ახალი დისიდენტური მოძრაობით იბრძოდნენ ქვეყნის გათავისუფლებისათვის. ამ მოძრაობას სათავეში ედგნენ დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟი, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე ამაღლებული და ტრაგიკული ფურცელი 1989 წლის 9 აპრილს ჩაიწერა. ამ დღეს ქართველი ხალხი მშვიდობიანი დემონსტრაციის გზით საქართველოს სსრ კავშირის შემადგენლობიდან გასვლას ითხოვდა. თბილისში მთავრობის სასახლის წინ მრავალათასიანი მიტინგი მოეწყო. მოშიმშილეები კიბეებზე იწვნენ. ღამით გაიცა ბრძანება მიტინგის დარბევის შესახებ. რუსთაველზე ტანკები შემოვიდნენ. ალესილი სასანგრე ნიშბებით შეიარაღებულმა რუსმა ჯარისკაცებმა უიარაღო ხალხი დაარბია. იმ ღამეს 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ყველაზე უმცროსი 14 წლის იყო, ყველაზე უფროსი 73-ის. რუსეთის არმიამ გამოიყენა ნერვო-პარალიტიკური მხუთავი აირები, რომელთა მოქმედებას დღესაც განიცდიან იმ ღამით მოწამლულები. ,




4. რუსეთ–საქართველოს III ომი





1990 წლის 28 ოქტომბერს ქვეყნის უმაღლესი საკანომდებლო ორგანოს უზენაეს საბჭოს ახალი, მრავალპარტიული არჩევნები დაინიშნა. ეს იყო ქვეყნის ისტორიაში პირველი მრავალპარტიული არჩევნები, რომელშიც გამარჯვება წილად ხვდა პოლიტიკურ პარტიათა ბლოკს ”მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო”. ახლადარჩეულმა უზენაესი საბჭოს პირველმა სესიამ 1990 წლის 14 ნოემბერს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია ზვიად გამსახურდია, ხოლო პრემიერმინისტრად – თენგიზ სიგუა.
1991 წლის 31 მარტს მოეწყო რეფერენდუმი. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უნდა ეპასუხა კითხვაზე: თანახმა იყო თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე? საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ამ კითხვას დადებითად უპასუხა. რაფერენდუმის საფუძველზე 1991 წლის 9აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
ამრიგად, საქართველოში მშვიდობიანი გზით მოხდა საბჭოთა წყობილების ლიკვიდაცია, რაც ეროვნული მოძრაობის სწორი ტაქტიკის შედეგი იყო.
1991 წლის 26 მაისს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების საფუძველზე საქართველოს რასპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით ახალი ეტაპი დაიწყო ქართველი ერის ისტორიაში.
რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრემ, საბჭოთა კავშირმა, შემდგომში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობამ, დსთ–ემ, დიდხანს ვერ აიტანა საქართველოს ჩამოცილება თავისი შემადგენლობიდან. წისასწარ დაგეგმილი პროვოკაციული ნაბიჯებითა და, სამწუხაროდ, ადგილობრივი აგენტურის აქტიური გამოყენებით, შეიარაღებული აჯანყების გზით დაამხო ახალგაზრდა დემოკრატია, ქვეყნიდან განდევნა კანონიერი ხელისუფლება და ომი წამოიწყო აფხაზეთში. განხორციელდა ქართველთა გენოციდი და ეთნიკური წმენდა. გაუგებარ ვითარებაში დაიღუპა ზვიად გამსახურდია. დაიწყო ქვეყნის მიზანმიმართული ეკონომიკური განადგურებისა და 15 წლოვანი გაყინული კონფლიქტების პერიოდი.
2003 წლის 6 მაისს არაძალადობრივი მეთოდებით, მშვიდობიანად მოხდა სახელისუფლებო ცლილება საქართველოში. ვარდების რევოლუციის გზით მოსულმა ქვეყნის მთავრობამ ქვეყნის ორიენტაციის კურსი შეცვალა და გეზი აიღო ევროპული ინტეგრაციისკენ. დაიწყო სწრაფი ეკონომიკური განვითარება და მზადება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისათვის. ეს რუსეთისგან მისივე ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებად იქნა აღქმული. საქართველოსთვის ,,მაპის ‘’ მინიჭების საკითხის დასმამ საერთაშორისო მასშტაბით, რუსეთის მოთმინების ფიალა აავსო. მან ისარგებლა კოსოვოსათვის დამოუკიდებლობის მინიჭებით და საქართველოს წინააღმდეგ ახალი ომი დაგეგმა. სამიზნე ახლა სამხრეთ ოსეთის ტერიტორია გახდა.
ამ ომს უკვე უწოდეს რუსეთ–საქართველოს ხუთდღიანი ომი.
ამდენად, რუსული კოლონიური პოლიტიკა, რომელსაც საფუძველს გეორგიევსკის ტრაქტატი უქმნის, დღესაც გრძელდება საქართველოში. 21-ე საუკუნეშიც ანალოგიურია ის ქმედებები, რაც რუსეთის მიერ განხორციელდა ჩვენს მიმართ ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე.

3. საქართველოს მდებარეობის ზოგადი მიმოხილვა





საქართველო მდებარეობს ევროპის უკიდურეს სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ, კავკასიაში. ევროპისა და აზიის გზათა შესაყარზე, კავკასიის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში. კავკასია მოიცავს ტერიტორიას შავ, აზოვისა და კასპიის ზღვებს შორის. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად, ჩრდილოეთ, ანუ იმიერკავკასიად და სამხრეთ, ანუ ამიერკავკასიად ყოფს. ჩვენი ქვეყანა ამიერკავკასიის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.
პასუხი მუდმივ კითხვაზე, საქართველო ევროპაში მდებარეობს, თუ აზიაში, ერთმნიშვნელოვანი იქნება, თუ მას კავკასიის მდებარეობას დავუკავშირებთ. - საქართველო კავკასიის შემადგენელი ნაწილია, კავკასია კი ევრაზიის ყელზეა განლაგებული. ევროპასა და აზიას შორის საქაღთველოს გეოგრაფიული მდებარეობის უფრო კონკრეტული განსაზღვრა პირობითია, თუმცა თავად საქართველო არჩევანს ევროპის სასარგებლოდ აკეთებს.
საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში ზღვისპირა და ცენტრალური მდებარეობით გამოირჩევა, რაც დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა–აზიის დამაკავშირებელი საქარავნო – ძველი აბრეშუმის გზა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო ახალი პროექტის მზადება ძველი ,,აბრეშუმის გზის“ აღსადგენად.
საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით - ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს, გიბრალტარის სრუტით შესაძლებელია კავშირი მთელ მსოფლიოსთან, ხოლო მდ, დუნაის მეშვეობით - აღმოსავლეთის და ცეტრალური ევროპის ქვეყნებთან.
1998 წელს ბაქოში ხელი მოეწერა საერთაშორისო ხელშეკრულებას ევროპა–კავკასია–აზიის სატრანსპორტო დერეფნის შექმნის თაობაზე, რომელიც დასავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ აზიას დააკავშირებს კავკასიისა და შუა აზიის გავლით. ამ დერეფანს შემოკლებით ,,ტრასეკას” უწოდებენ. მას ასევე იხსენებენ, როგორც ახალი ,,აბრეშუმის გზა“.
სატრანსპორტო მაგისტრალები, რომლებიც რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე გადის, საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს, სწორედ ამგვარი დერეფნები ასრულებს მთავარ როლს ქვეყნებს შორის კავშირის გაფართოებასა და სატრანპორტო სისტემის ჩამოყალიბებაში.

საქართველოს ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა





ეკონომიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ოდითგანვე დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, შავიზღვისპირა მდებარეობა კი მას დიდ უპირატესობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით.
საქართველოს სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა ამჟამად მეტად ხელსაყრელია, რაც გამოიხატება შავი ზღვის სანაპიროზე მისი მდებარეობით, უმოკლესი სახმელეთო გზების არსებობით ევროპასა და აზიას შორის კავშირის დასამყარებლად. საბჭოთა კავშირში ყოფნისას იგი სატრანსპორტო ჩიხში იყო და მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობა მხოლოდ მოსკოვის გავლით ხორციელდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ პრაქტიკულად სატრანსპორტო გზაჯვარედინის ფუნქცია შეიძინა.
მეზობელი ქვეყნების ენერგიის წყაროების მიმართ მდებარეობა ძალიან ხელსაყრელია. ეს ქვეყნებია: აზერბაიჯანი, ყაზახეთი ირანი, თურქმენეთი და სხვა.
საქართველოს ხელსაყრელი სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვლელობა მას შემდეგ დადასტურდა და გაიზარდა, როცა საფუძველი ჩაეყარა ბაქო - სუფსის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი 1760 კმ სიგრძის სადენია, რომლის დანიშნულებაა გადაუმუშავებელ ნავთობის ტრანსპორტირება კასპიის ზღვაში აზერბაიჯანის შირაქ-გუნეშლის ნავთობის საბადოდან ხმელთაშუაზღვის სანაპირომდე. ის გადის ბაქოზე, თბილისსა და მთავრდება ჯეიჰანში, თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა პორტში. ეს არის მსოფლიოში სიგრძით მეორე ნავთობსადენი პირველია ,,დრუჟბას” ნავთობსადენი, რომელსაც ნავთობი რუსეთიდან ცენტრალურ ევროპაში გადააქვს.
,,შაჰდენიზის” გაზსადენი, ანუ ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი ბუნებრივი აირის სატრანსპორტო მილსადენი, შაჰდენიზის გაზის ბაქნის აზერბაიჯანის სექტორიდან, საქართველოს გავლით მიდის თურქეთში. 2006 წლის 21 მაისს პირველი საცდელი ბუნებრივი აირი ჩაიტვირთა გაზსადენში სანგაჩალის ტერმინალიდან. გაზის პირველი გაშვება 2006 წლის 30 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი. ტექნიკური მიზეზების გამო გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება 2006 წლის 20 დეკემბრამდე გადაიდო.
გაზსადენი იმავე კორიდორში შენდება, სადაც რამდენიმე წლით ადრე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გაიყვანეს ბუნებაზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით. გაზსადენის სიგრძე 692 კმ-ია, ხოლო წლიური გამტარობა 16 მილიარდი კუბური მეტრი. მომავალში გათვალისწინებულია გაზსადენის თურქმენულ და ყაზახურ მწარმოებლებთან შეერთება ტრანსკასპიური გაზსადენის მეშვეობით, რომელიც ჯერ პროექტშია. აზერბაიჯანში ყაზახეთის ელჩის სერიკ პრომბეტოვის განცხადებით, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტში ყაზახეთის მონაწილეობა კვლავ ძალაში რჩება, მაგრამ ყაზახეთი მხარს უჭერს ალტერნატიულ გზებსაც. ვინაიდან საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, ჩვენ ვიზარალეთ – ამბობს პრომბეტივი, ამიტომაც ვმუშაობთ ალტერნატიულ გზებზე და ვფიქრობთ ორი წლის შემდეგ შევუერთდებით კასპიიდან ჩინეთამდე გამავალ ნავთობსადენს.
გაზსადენის პირველადი დანიშნულება თურქეთისა და საქართველოსთვის გაზის მიწოდებაა. როგორც ტრანზიტული სახელმწიფო საქართველო წლიური გაზის გამტარობიდან 5%-ს იტოვებს ტარიფის სახით და ასევე შეუძლია 0,5 მილიარდი კუბური მეტრი შეიძინოს ყოველწლიურად ფასდაკლებით. გრძელვადიან პერსპექტივაში სამხრეთ კავკასიის გაზსადენი გაზს ევროპასაც მიაწოდებს.
სამხრეთ კავკასიურ მილსადენით საქართველოში მოწოდებული გაზი წარმოადგენს ალტერნატიულ ენერგეტიკულ რესურსს, სწორედ ამის გამო მას ქვეყნისთვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება. ამ გაზსადენის ამოქმედებით საქართველო მთლიანად აღარ არის დამოკიდებული რუსულ ბუნებრივი აირის მონოპოლისტ ”გაზპრომზე”. მასთან ერთად მიაწოდებს გაზს თურქეთი-საბერძნეთი და საბერძნეთი-იტალიის სადენების შეერთება.
2008 წლი 16 აპრილს, ვაშინგტონში ა.შ.შ.-ს სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ნავთობითა და ბუნებრივი აირით ევროპის მომარაგების გეგმის შექმნის პროცესი მალე დასრულდება, დასავლეთის სხვ ქვეყნებთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ ახალი თაობის ინფრასტრუქტურა. ისიც ითქვა, რომ ახალი გეგმის წინაპირობა ბაქო- თბილისი- ჯეიჰანის წარმატებული პროექტია, ხოლო ამ ოპპროექტის მთავარი მიზანი ევროპისთვის ენერგორესურსების სატრანზიტო ე.წ. სამხრეთის დერეფნის ჩამოყალიბებაა. სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ თურქეთ-საბერძნეთ-იტალიის დამაკავშირებელი მილსადენი ,,ნაბუკო” ბაქო-სუფსა-ოდესა-ბროდი-გლდანსკის მილსადენი - კასპიის ზღვის აუზის ენერგოსიმდიდრის მთავარ სატრანზიტო გზად იქცევა, რომელიც 2010 წლის ბოლოსთვის, ან 2011 წლის დასაწყისისათვის კასპიის ზღვის 1-ლი ნაკადის გაშვება შესაძლებელი გახდება.
ამ პროექტის განხორსიელებით ევროპა აღარ იქნება დამოკიდებული რუსეთის ენერგომატარებლებზე, ამიტომ რუსეთი ცდილობს თვითონ გახსნას (რუსეთი-უკრაინა-ბულგარეთი-საბერძნეთის) სამხრეთი ნაკადი. ამავე დროს აშენებს ჩრდილოეთის ნაკადს, რომელიც ბალტიის ზღვის ქვეშ გავლით შედის ევროპაში, კერძოდ, გერმანიაში, თუმცა რუსეთი საკუთარი რესურსით მხოლოდ ჩრდილოეთის ნაკადს დააკმაყოფილებს, ხოლო სამხრეთი ნაკადისათვის მას უნდოდა გამოეყენებინა შუა აზიის, კერძოდ, თურქმენეთის და აზერბაიჯანის ნავთობი, რაზედაც ამ სახელმწიფოებიდან ჯერჯერობით უარი მიიღო.
იგივეს თქმა შეიძლება საქართველოს აგრარულ–გეოგრაფიულ და რეკრეაციულ-გეოგრაფიული მდებარეობის შესახებაც, რადგანაც იგი მნიშვნელოვან ტურისტულ რეკრეაციულ არიალებს: კავკასიონსა და შავიზღვისპირეთს შორისაა მოქცეული. ამ ორ ელემენტს არანაკლები მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს, ასევე მისი მეზობელი ქვეყნებისთვისაც.

საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა





ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა მეზობელ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებით ფასდება. განვიხილოთ გეოპოლიტიკური მდებარეობის სრუქტურა, რომელიც გამოხატავს ქვეყნის ტერიტორიის მდებარეობას ძალისმიერი ცენტერების, ანუ სამხედრო სიმძლავრის მქონე კერების, სამხედრო და პოლიტიკური ბლოკების, საერთაშორიშო პოლიტიკურ-ეკონომიკური ორგანიზაციების წევრი ქვეყნების, კონფლიქტური რეგიონების მიმართ და სხვ.
საქართველოს პოლიტ.გეოგრაფიული მდებარეობა რამდენიმე სივრცით განზომილებაში განიხილება: მაკრო(მსოფლიოს ან ევრაზიის პოლიტიკურ რუკაზე), მეზო (მარტო ევროპის ან კავკასიის რუკაზე) და მიკრო(საქართველოს სხვადასვა რეგიონის განლაგების მიმართ).
საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა განისაზღვრება მისი ურთიერთობით უშუალო მოსაზღვრე(რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის) და არამოსაზღვრე, მაგრამ ახლო მეზობელ ქვეყნებთან. ესენია: უკრაინა, ბელორუსია, მოლდავეთი, ირანი, სირია და ა.შ; აგრეთვე ამ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციებით. საქართველოს მეზობელი ქვეყნების უმრავლესობა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებია. რუსეთი, სომხეთი აზერბაიჯანი, თუექმენეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ბელორუსია, მოლდავეთი, დანარჩენი კი ყოფილი სოციალისტური და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები: სირია . ირანი, თურქეთი. აქედან მხოლოდ თუექეთია ნატოს წევრი სახელმწიფო. საქართველოს გეოპოლიტიკური სივრცე ქრისტიანული და მუსლიმანური რელიგიების გავრცელების არეალია. ამავე დროს მეტად მრავალფეროვანი ეროვნული შემადგენლობით გამიოირჩევა. საქართველოს ასეთი მდებარეობა ძველად უარყოფითად მოქმედებდა მის ისტორიაზე, ახლა კი შეიძლება სასიკეთოდაც იმოქმედოს, რადგანაც ჩვენ დღეს ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს და სხვადასხვა კულტერებთან ურთიერთობა დადებითად იმოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მეტად ხელსაყრელი მდებარეობა აქვს, რაც განაპირობებს მის ეკონომიკურ განვითარებას და საერთაშორისო ეკონომიკურ-პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, მაგრამ ქვეყნის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებამ, რუსეთის გავლენის სფეროდან გამოსვალის მცდელობამ და დასავლეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტეგრაციისკენ მისწარაფებამ გაანაწყენა რუსეთი, რასაც მოჰყვა 2008 წლის აგვისტოში მისი ასეთი აგერსია.





4. მე-4 ხელისუფლების ინტერპრეტაციები

ჩვენი მიზანი იყო წარმოგვეჩინა საკითხი, თუ როგორი პოზიციები დაფიქსირდა მსოფლიოში 2008 წლის აგვისტოში საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი. ამისათვის შევეცადეთ შეძლებისდაგვარად გაგვეშუქებინა უცხოური მედია და გამოგვეყო ის სამგვარი პოზიცია, რაც, გამოიკვეთა ამ საკითხთან მიმართებაში.





რუსული პოზიცია
რუსეთის პრეზიდენტმა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თავკაცებმა კრემლში ხელი მოაწერეს მეგობრობის, თნამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას. დოკუმენტების თანახმად, რუსეთი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ინტერესებს დაიცავს იმ ქვეყნებში,სადაც მათ არა აქვთ დიპლომატიური წარმომადგენლობა, თავის სამხედრო ბაზებს განალაგებს ორივე რესპუბლიკის ტერიტორიაზე და სამხედრო დახმარებას გაუწევს იმ შემთხვევაში, თუ იქ მშვიდობას საფრთხე დაემუქრება.
“ Now we will not allow any new military adventure, one should have any illusions.”
ჩვენ არ დავუშვებთ ახალ მილიტარისტულ თავგადასავლებს და არავის არ ჰკონდეს ამის ილუზია.
CNN-ისთვის მიცემულ იტერვიუში პრემიერმინისტრმა პუტინმა განაცხადა: როგორც ჩანს, აშშ-მა უბიძგა თბილისს 7-8 აგვისტის ცხინვალის დასაბომბად.
“ We are peaceable state and if anyone think about our destroy and we must be on the grave,they are wrong.These people must have to think what brings such politica_said Putin.”
“ ჩვენ მშვიდობისმოყვარე სახელმწიფო ვართ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეიძლება ამოგვხოცოს და ჩვენი ადგილი სასაფლაოზეა, ძალიან ცდება.ეს ხალხი უნდა დაფიქრდეს, რას მოუტანს ასეთი პოლოტიკა.”- განაცხადა პუტინმა.
Sergey Lavrov said: “ We mustn’t identify,Saakashvili’s regime with Georgian people.
სერგეი ლავროვის აზრით, სააკაშვილის რეჟიმი არ უნდა გავაიგივოთ ქართველ ხალხთან.
“We are not interested on bad relations,with the United States, it would not be our choice but if United States doesn’t want to cooperate with us on one another issue we cann’t impose.”
ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ამერიკასთან ცუდი ურთიერთობით,ეს არ არის ჩვენი არჩევანი,მაგრამ თუ აშშ-ს არ სურს ჩვენთან ურთიერთობა, ვერავის ვაიძულებთ.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა სერგეი მირონოვმა განაცხადა: მას შემდეგ რაც სააკაშვილმა ჩაიდინა, სავსებით ცხადია, რომ ამ ორ რესპუბლიკას უკან დასაბრუნებელი გზა აღარ აქვს. ისინი დაუყონებლის უნდა შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში.
გოსდუმის ვიცე-სპიკერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ განაცხადა: საქართველოში აუცილებლად უნდა ჩატარდეს არჩევნები და უკვე ახალი პრეზიდენტი უნდა შეხვდეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელმძღვანელებს, რუსეთის წარმომადგენლებს.
“While Saakashvili isn’t punished by Political forces,he has to leave country.There are many armed groups and this isn’t controled by Saakashvili.”
ვიდრე საქართველოს პოლიტიკურ ძალებს სააკაშვილი არ გაუგლეჯიათ, მან ქვეყანა უნდა დატოვოს. იქ ბევრი შეიარაღებული დაჯდუფებაა და სააკაშვილი ყველას ვერ აკონტროლებს.
რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო აცხადებს, რომ აგვისტოს მოვლენები საქართველოსთვის ეროვნული ტრაგედიაა და ამ ვითარებიდან წაგებულიც სწორედ საქართველო გამოვიდა.
“It is national tragedy august’s events for Georgians,because from this situation so Georgia is lost.
ამდენად, რუსული პოზიცია საქართველოს მიმართ არის აგრესიული და რუსეთი არც მალავს თავის ზრახვებს მასმედიის საშუალებითაც.





ამერიკული პოზიცია
ამერიკის ადმინისტრაციას ვერაფრით გაურკვევია რუსეთის ხელისუფლებაში ძალათა თანაფარდობა.
ვინ მართავს ზესახელმწიფოს - პუტინი თუ მედვედევი? ან იქნებ ერთობლივად მოქმედებენ. ჩვენ საქმე გვაქვს პუტინის ომთან.
აშშ-ს თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსიც ადასტურებს, რომ ,,ბოლო დროის და, კერძოდ, საქართველოს მოვლენები ცხადყოფს- რუსეთის საჭესთან პუტინი დგას და არა ვინმე სხვა.”
რობერტ გეიტსი აღნიშნავს, რომ “რუსეთის მოქმედება - გამოყოს აფხაზეთი და ოსეთი საქართველოდან, არ არის სწორი. უნდა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.”
“Russian actions to separate Abkhazia and South Osetia from Georgia should not be considered a fait accomplice. Mr. Gates said and he argued for a united response to guarantee the territorial integrity of Georgia.”
ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი მაკკეინი ამბობს: ,,რუსული მხარის განცხადებები,-ჰუმანიტარული განზრახვა გვაქვსო, უარყო ბომბებმა, რომელსაც მთელ საქართველოს თავზე აყრიდნენ. მათმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოააშკარავა თავისი მთავრობის ერთ-ერთი მიზანი, როცა განაცხადა, რომ დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი, რუსეთის პარტნიორი ვეღარ იქნება და სჯობს გადადგესო. რუსეთის საქციელმა ცხადი გახადა, თუ რატომ ისწრაფიან მისი მეზობლები ნატოსაკენ. მსოფლიო დიდი დანაკლისის ფასად, ბოლოს და ბოლოს მიხვდა, თუ რა შედეგი მოაქვს თავისუფალი ქვეყნების მიმართ აგრესიის დაუსჯელობას. ახლა ჩვენ და ჩვენმა მოკავშირეებმა უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, შეწყვიტოს ძალისმიერი მოქმედებები და გამოიყვანოს ჯარი საქართველოდან. სასწრაფოდ უნდა გაიგზავნოს საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლები, რათა თავიდან ავიცილოთ უფრო მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფა და დავეხმაროთ ქართველ ხალხს ქვეყნის აღდგენაში, როგორც უკვე ვუთხარი პრეზიდენტ სააკაშვილს, დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ და ამის დავიწყება არ შეიძლება!”
აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა, რუსეთს კგბ-ს მიერ მართული ქვეყანა უწოდა.
ამჟამად რუსეთი ,,,ნავთობდოლარებით გამოკვბილ ქვეყანას წარმოადგენს, რომლის მთავრობასაც კგბ-ს აპარატის თანამშრომელი ხელმძღვანელობს. მინისტრ პუტინის თვალებში სამი ასოა გამოხატული “კ” “გ” და “ბ”, - განაცხადა მაკ-კეინმა,
We are not going to have no doubt that Russia’s behavior is certainly outside the norme of behavior that we would expect for nations which are very wealthy, as Russia, has become because of their petro dollars.
Long ago, I warned about Vladimir Putin. I said, I looked, into his eyes and saw three letters: a K , a G and a B.
ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აღნიშნა:
To begin to repair relations whith the United States, Erope and other nations and to begin restoring its place in world Russia must respect the freedom of its neighbours. He added that “ Georgian’s sovereignity and territorial integrity must be respected.
ბუშის თქმით, ურთიერთობები რომ გაუმჯობესდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპასა და სხვა სახელმწიფოებთან, რუსეთმა პატივი უნდა სცეს მისი მეზობელი ქვეყნების დამოუკიდებლობას. მან ისიც განაცხადა, რომ უნდა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული და სუვერენული მ თლიანობა.
26 Nato countries declared there would be “no business as usual” whith Moscow until it withdraws its forces from Georgia.
ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ მთავრობას და პატივს ცემს მის ტერიტორიულ მთლიანობას. გვაშფოთებს ქართველების დაუცველობა. ყველა ძალა, რუსეთის ჩათვლით, ვალდებულია დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა. რუსეთმა უნდა შეასრულოს სიტყვა და დაასრულოს ის კრიზისი, რომელიც საქართველოში თვითონ შექმნა.
Mr. Bush called on Russia to stop bombing and start cooperating with peace efforts. “Russia needs to support these efforts so that peace can be restored as quickly as possible”
18 სექტემბერს ვაშინგტონში, მარშალის ფონდში გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გამაოგნებელი მოხსენება გააკეთა რუსეთზე. ის ქვეყნის შიგნით ავტორიტარული, ხოლო საგარეო პოლიტიკაში-,,პარანოიდულ-აგრესიული” კურსის გატარებაში დაადანაშაულა. ქვეყანა საერთაშორისო კრიზისისაკენ მიემართებაო.-აღნიშნა მან. მისი კომენტარები ცხადყოფს, რომ ვაშინგტონ - მოსკოვის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ,,ახლა საერთაშორისო არენაზე რუსეთის რეპუტაცია იმაზე უარესია , რაც 1991 წლიდან იყო”- განაცხადა მან.
რაისის თქმით, რუსეთს ძვირად დაუჯდება საქართველოში შეჭრა. იგი დღეს არჩევანის წინაშე დგას - ან ითანამშრომლოს მსოფლიო თანამეგობრობასთან, ან იზოლაციაში მოექცეს.
კონდოლიზა რაისი ამტკიცებს, რომ რუსეთის ლიდერებმა მიზნად დაისახეს მიხეილ სააკაშვილის მთავრობის დამხობა, მაგრამ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ამას არ დაუშვებენ. სახელმწიფო მდივანი ევროპას მოუწოდებს, ერთიანი ფრონტით გამოვიდეს რუსეთის წინააღმდეგ და დაიცვას პოსტსაბჭოური ქვეყნების ახალი დემოკრატიები.
აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ს მოქმედება ურთულდება, იმის გამო, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ ევროპა ფრთხილად ეკიდება უკრაინისა და საქართველოს ნატოში შესვლის საკითხს.
“ The position in favour of membership as soos as possible is not the German position”- ,,პოზიცია იმის შესახებ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ წევრობა ეს არაა გერმანიის პოზიცია.” - განაცხადა მერკერმა 2 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
გავიდნენ, მაგრამ არ გავიდნენ- სწორედ ამ ფრაზით შეიძლება შეფასდეს ის გაუგებარი სიტუაცია, რაც მედვედევ-სარკოზის შეთანხმების შესრულებას ეხება.
10 ოქტომბრამდე რუსეთის საოკუპაციო ჯარებს უნდა დაეტოვებინა კონფლიქტის ზონების მიმდებარე ტერიტორიები, რომლებსაც კრემლი ბუფერულ ზონებად ნათლავდა.
ამ დროისთვის რუსმა სამხედროებმა მართლაც დატოვეს ოკუპირებული ტერიტორიის დიდი ნაწილი, მაგრამ დარჩნენ ახალგორის რაიონში, საჩხერის სოფელ პერევში და კოდორის ხეობაში.

ევროკავშირის პოზიცია
ევროკავშირი შეშფოთებულია კონფლიქტით, რომელიც საქართველოში მოხდა გამოწვეული ძალადობით და რუსეთის რეაქციის დისპროპორციულობით.
Nicolas Sarkozy brokers agreement between Russia and Georgia- ნიკოლა სარკოზი დათანხმდა შუამავლობას საქართველოსა და რუსეთს შორის.
The plan put forward by Nicolas Sarkozy was agreed to and added to by both countries - ნიკოლაზ სარკოზის მიერ შემუშავებული გეგმა მიღებული იქნა ორივე ქვეყნის მიერ.
The new plan covers six points:- ახალი გეგმა მოიცავს ექვს პუნქტს:
1.Agreement not to use force- არ იქნას გამოყენებული შეიარაღებული ძალები.
2.An end to all military operations- დასრულდეს ყოველგვარი სამხედრო მოქმედება.
3.Allow acces for humanitarian aid-ხელმისაწვდომი იყოს ჰუმანიტარული დახმარება.
4.Georgia’s armed forces to return to their permanent bases- ქართველების შეიარაღებული ძალები დაუბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ ბაზებს.
5.Russia’s armed forces to withdraw to the positions occupied prior to the onset of hostilities_ რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიოს და შეწყვიტოს საომარი მოქმედებები.
6.International negotiations to be launched regarding the status of South Ossetia and Abkhazia, the two pro-Russian separatist territories and on how to insure security in the region-დაიწყოს საერთაშორისო განხილვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, 2 სეპარატისტული ტერიტორიის სტატუსისა და მათი უსაფრთხოების შესახებ.
ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა: “ The EU will have to reexamine it’s partnership with Russia, if the agreement isn’t respected.”_ ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობა ხელახლა უნდა იქნას განხილული, იმ შემთხვევაში, თუ კი მიღებული შეთანხმება არ იქნება გათვალისწინებული.
ევროსაბჭოს საგანგებო სამიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განუცხადა ახალი ამბების სააგენტოს: “We have to reexamine our partneship with Russia”_ ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან.
ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟოზე მანუელ ბაროსომ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დაგმეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა: “ This decision is unacceptable. We call other counries, not to recognize self- proclaimed independence”_ ეს გადაწყვეტილება არის მიუღებელი, ჩვენ მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებს არ აღიარონ თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობა,-აღნიშნულია სამიტზე დამტკიცებულ დეკლარაციაში.
ევროკავშირში არ წყდება კამათი, თუ როგორ მიუდგნენ ახალ რუსეთს, რა სახის ურთიერთობა დაამყარონ მასთან. ქვეყნები, რომლებმაც კარგა ხნის წინ იწვნიეს რუსეთის პოლიტიკის აგრესია და ექსპანსია, უფრო მწვავედ აღიქვამენ მოსკოვის აშკარა იმპერიულ გამოვლინებებს, ვიდრე ძველი ევროპის სახელმწიფოები, ვინც არასოდეს მოქცეულა რუსეთის უღელქვეშ. ევროკავშირის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდა წევრი ქვეყნებისათვის პუტინის რუსეთი კვლავ საშიში ხდება.

5.საერთასორისო ორგანიზაციების ფუნქციები და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში
ომსაც თავისი წესები აქვს. ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ ეს წესები და იცავდნენ კიდეც მას.რუსეთმა ამ ომში არაფრად ჩააგდო ომის ეტიკეტი და უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა დაარღვია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა.
განახორციელა საქართველოს ტერიტორიის ფართომასშტაბიანი ოკუპაცია.
რუსეთის ფედერაციის რეგულარულმა სამხედრო ნაწილებმა, არტილერიისა და ბომბდამშენების გამოყენებით დაბომბეს მშვიდობიანი ქალაქები, რასაც საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა მოჰყვა.
რუსი ოკუპანტებისა და ოსი სეპარატისტების მხრიდან ადგილი ჰქონდა მასობრივი დანაშაულებების ჩადენას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.
რუსეთის ფედერაციამ დაარღვია მის მიერ ადრე დადებული ხელშეკრულებები.
ჩადენილ იქნა მძიმე დანაშაულებები:
მკვლელობა;
მკვლელობის მცდელობა;
გაუპატიურება;
თავისუფლების უკანონო აღკვეთა და იძულებით სამუშაოებში გამოყენება;
არაადამიანური მოპყრობა როგორც საცხოვრებელ ადგილებზე, ასევე საპატიმროებში;
ძარცვა;
ყაჩაღობა.
ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევის აშკარა ფაქტებს, რომლებიც განსაკუთრებული ცინიზმით გამოირჩეოდა და ძირითადად ქართველთა წინააღმდეგ იყო მიმართული. ხდებოდა ქართველების მკვლელობა მხოლოდ და მხოლოდ ეთნიკური ნიშნით, მათი ქონების მითვისება და საცხოვრებელი ადგილების გადაწვა-დარბევა. ამ კანონდარღვევებთან დაკავშირებით ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს მოქალაქეების 200-მდე სარჩელია შესული, რადგანაც სახელმწიფო კონსტიტუციის გარანტია და უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ამიტომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულებები სახელმწიფოს მიერ აღიქმება, როგორც ქართველების ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია და რეგიონების გეოგრაფიული ცვლილებების მცდელობა ეთნიკური წმენდის საშუალებით. სწორედ ამ შინაარსის სარჩელი შეიტანა საქართველომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
რუსეთ-საქართველოს პირველი და მეორე ომის პერიოდში, ევროპას არანაირი ყურადღება არ მიუქცევია ამ მოვლენისათვის, დღევანდელი კონფლიქტის დარეგულირებაში კი ისინი აქტიურად ჩაერთვნენ. პირველ საქტემბერს ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდა უამრავ ქვეყანაში. განსაკუთრებული აქტიურობა გამოამჟღავნა საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

ნატო
ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაა, ნატოს სამხედრო კავშირი შეიქმნა 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში, რომლის დამფუძნებლებად ითვლებიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, კანადა, იტალია, პორტუგალია, ნორვეგია, დანია, ისლანდია.
კავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული ყველა სახის აგრესიის შეჩერება და საჭიროების შემთხვევაში ერთობლივი ძალებით მოგერიება
წითელი ჯვარი
წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობა საერთაშორისო მოძრაობა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელსაც საფუძველი 1863 წელს ჩაეყარა, დაჭრილთა დახმარების საერთაშორისო კომისიის შექმნასთან ერთად. თავდაპირველად ის შემოიფარგლებოდა ბრძოლაში დაზარალებულ ომის მონაწილეთა დახმარებით. შემდგომში ამ ორგანიზაციის საქმიანობა მშვიდობიან მოსახლეობაზე გავრცელდა.
1864 წლის აგვისტოს ჟენევაში, შვეიცარია ანრი დიუნანის ინიციატივით ხელი მოეწერა წინადადებას ბრძოლის ველზე დაჭრილთა და დასახიჩრებულთა პირველადი თაობაზე.
ტერმინი საერთაშორისო წითელი ჯვარი ხშირად გაუგებრობის მიზეზი ხდება, ვინაიდან ამ ოფიციალური სახელით რაიმე ორგანიზაცია არ არსებობს. რეალურად მოძრაობა შედგება რამდენიმე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ორგანიზაციისაგან, თუმცა მათ აერთიანებთ საერთო ზოგადი პრინციპები, მიზნები, სიმბოლოები და მმართველი ორგანოები.
წჯსკ-ის მიზნებია კონფლიქტისაგან დაზარალებულთა სამედიცინო, საკვებით, ტანსაცმლიტ,მსუბუქი საშენი მასალით დახმარება;ტყვეებისა და კონფლიქტის დროს დაკავებულ პირთა მონახულება შესწავლა;სჰს-ს შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
ევროპის კავშირი
შემოკლებით ევროკავშირი, ევროპის სახელმწიფოთა მსხვილი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, 1993 წლამდე მას ევროპული თანამეგობრობა ერქვა. მისი წევრია ევროპის 27 სახელმწიფო.ევროკავშირის მიზანია მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცება და დაცვა;

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გაერო, საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციაა. შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს, როცა სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას.
გაეროს მიზნებია: დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა;
განავითაროს სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობა , დაფუძნებული ხალხათა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპებზე;
განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად;
ხელი შეუწყოს ადამიანის ძირითად უფლებათა საყოველთაო პატივისცემას ყველასათვის, რასის, სქესის, ენისა და რელიგიის განურჩევლად.
ევროპა და ეს საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტზეწოლას ახდენენ რუსეთზე, თუმცა არ აღიზიანებენ მას სანქციების დადებითა და ვადას აძლევენ პირველ იანვრამდე. ჩვენი დასკვნებით, ევროკავშირის ეს პოზიცია სავსებით მისაღები და ადეკვატურია. ამ ვადის განმავლობაში, იმედია, რუსეთი სწორ არჩევანს გააკეთებს დემოკრატიულ და იმპერიულ რეჟიმებს შორის. წიმააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ძალზე აბსურდულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. უფრო მეტიც - ცოტა უფრო შოეულ პერსპექტივაში მოსალოდნელია ფედერაციის გარკვეულწილად დაშლაც კი, რადგან თუ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ეკუთვნის დამოუკიდებლობა, რუსეთის ხელისუფლების აზრით, მაშინ უფრო მეტად ეკუთვნის დამოუკიდებლობის მინიჭება რუსეთის სხვა რესპუბლიკებს. რუსეთის ფედერაციის რუკის ერთი შეხედვითაც შევატყობთ, თუ რა ჭრელია ეს ქვეყანა. რუსეთი შედგება 89 თანაბარუფლებიანი სუბიექტისაგან. ესენია: 21 რესპუბლიკა, 1 ავტონომიური ოლქი, 10 ავტონომიური მხარე, 49 ოლქი, 2 ფედერალური ქალაქი. ამათგან დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი უკვე წამოჭრეს ჩრდილო კავკასიელებმა, ჩეჩნებმა, ინგუშებმა, თათრებმა, ბაშკირებმა, ყაბარდო -ბალყარებმა, ყარაჩაი- ჩერქეზებმა. ჩვენი აზრით, მსგავსი პროცესის დაწყება რუსეთის სხვა რესპუბლიკებშიც არის მოსალოდნელი და მაშინ რუსეთის დღევანდელი ფედერაციისგან აღარაფერი დარჩება მოსკოვის, პეტერბურგის და ზოგიერთი ავტონომიური ოლქის გარდა.
დასასრულს, მინდა საადი შარაზელის არაჩვეულებრივი ლექსი გავახსენო მათ, ვისაც ჯერ კიდევ ეეჭვება კაცობრიობის მრავალფეროვნებისა და ყველა, პატარა თუ დიდი ერის დაცვის აუცილებლობა.
,, ადამის მოდგმა ერთმანეთის არის ნაწილი,
ქმნილება მისი ერთია წინაშე ღმერთის;
დაეკარგება უსათუოდ სიმშვიდე ყველას,
თუკი საწუთრომ გაიმეტა იმათგან ერთი.”

ეს ლექსი გაეროს შენობის კედელზეა დაწერილი და გაერო მეტად ქმედითუნარიანი უნდა გახდეს ამ იდეების განხორციელებაში.
ტექსტზე მუშაობდნენ მასწავლებლები: ნანა ცანავა (ქართული), ანდრო ქინქლაძე (ისტორია), მარინე შელია (გეოგრაფია), მარიამ მიქაუტაძე (ინგლისური); მოსწავლეები: ელენე გველესიანი, ნათია დოლაბერიძე, თორნიკე შენგელია, ავთანდილ გელხვიიძე, ლილე ჯანელიძე, რევაზ ლეკვეიშვილი, ლალი ჩირგაძე, ანანო კაპანაძე, გვანცა კიკვაძე, ანა ერემეიშვილი, მარიამ ტყეშელაშვილი;

2 comments:

  1. მოგესალმებით ქალბატონო ნანა,

    გაცნობებთ რომ, თქვენი ბლოგი მონაწილეობას იღებს http://konkursispirobebi.blogspot.com/კონკუსში. ამასთან დაკავშირებით გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი საკონკურსო პირობების მოთხოვნებს, ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ "ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები"-ს მე-3 პუნქტს- აქტივობას და კიდევ - აუცილებლად დაამატოთ თქვენს ბლოგს "მუდმივი მკითხველების" გაჯეტი (ესეც კონკურსის ერთ-ერთი მოთხოვნაა).

    პატივისცემით,
    ელენე ხაჩიძე

    ReplyDelete